მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის წევრების მორიგი აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. მათი მოთხოვნა უცვლელია - სურთ გონიოს პოლიგონზე ნადირობის უფლება მიიღონ და დროებით, ვიდრე იქ ინფრასტრუქტურა მოეწყობა ნადირობისთვის არ დაჯარიმდნენ. ამ საკითხზე სასაუბროდ ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, წელს რეგულაციები გამკაცრდა და მიუხედავად იმისა, რომ გონიოს პოლიგონი გასულ წლებშიც ქალაქის საზღვრებში შედიოდა, არ მოქმედებდა მსგავსი ჯარიმები. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა.