7 ნოემბერი

07 ნოემბერი 2017, 00:00 3454 ნახვა

დარბეული საპროტესტო აქცია, დაშავებული მოქალაქეები და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა - ეს 2007 წლის 7 ნოემბრის  ისტორიაა. ამავე დღეს სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელეკომპანია იმედში შედის და მაუწყებლობა ითიშება.

იგივე ბედი გაიზიარა მაშინ  ტვ 25-მაც, რომელიც რეგიონში მაუწყებლობს.  აქციები დაიწყო ბათუმშიც. ახალგაზრდები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობები დაიწყო.

პარალელურად კი რეგიონის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს შეუერთდნენ. მომიტინგეები მაშინ ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში