ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

08 ნოემბერი 2017, 00:00 2200 ნახვა

დონალდ ტრამპი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ,,ბიბისის" ცნობით, როგორც მოსალოდნელია ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრების მთავარი თემები ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია იქნება.

სახალხო რესპუბლიკაში სამდღიანი ვიზიტი თეთრი სახლის ლიდერის აზიური ტურნეს ნაწილია, რომელიც 5 ქვეყანას მოიცავს. მანამდე ტრამპი იაპონიასა და სამხრეთ კორეას სტუმრობდა.

ამავე კატეგორიაში