ბათუმში 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

08 ნოემბერი 2017, 00:00 4245 ნახვა

ერთი საათია, რაც ბათუმის ცენტრალური ნაწილში მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. შუქის გარეშე ამ დროისთვის 200-მდე აბონენტია დარჩენილი. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ავარიულად გამოირთო ორი ტრანსფორმატორი, დაზიანების მიზეზი დგინდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სხვა ტრანსფორმატორზე გადართვის სამუშაოები. კომპანიის ინფორმაციით, 15 წუთში დენის მიწოდება მთლიანად აღდგება.

ამავე კატეგორიაში