8  ნოემბერი

08 ნოემბერი 2017, 00:00 2972 ნახვა

გიამბობთ საქმეზე, რომელსაც პროკურატურა 2007 წლის შემდეგ  იძიებს. საუბარია 8 ნოემბრის მოვლენებზე, როცა ბათუმში მშვიდობიანი აქციის მონაწილე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დაარბიეს. მაშინ სპეციალური დანიშნულების რაზმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიჭრა. სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

იყვნენ ნაცემი ახალგაზრდებიც. თქვენ დღეს კიდევ ერთხელ ნახავთ კადრებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გაუშვეს მომწამვლელი აირი უმაღლესი სასწავლებლის ეზოში და როგორ უსწორდებოდნენ ნიღბოსნები სტუდენტებს, რომლებიც  იმ დროინდელ რეჟიმს გმობდნენ. რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები? -ეს არის კითხვა, რომელიც დღემდე 8 ნოემბრის მოვლენების მონაწილეებს აწუხებთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში