პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

09 ნოემბერი 2017, 00:00 3008 ნახვა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლონეთი მზადაა განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსექტივები,  რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ და  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სხვადასხვა სამიტზე, მათ შორის მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ამავე კატეგორიაში