ფულის გამოძალვაზე სასამართლო  პროცესი

10 ნოემბერი 2017, 00:00 3658 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახებისთვის, ფულის გამოძალვაში ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს.  

ერთი წლის წინ გონიოში სამხედრო წვრთნებისას ორი სამხედრო გაუჩინარდა. ერთ ერთი დაკარგულის ოჯახს  თაღლითური ჯგუფის წევრები წერილებს წერდნენ და ფულს სთხოვდნენ. ცნობილია, რომ ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი და 39 ათასი ამერიკული დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში