თავისუფლება 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ

11 ნოემბერი 2017, 00:00 2813 ნახვა

მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  მიიღო. მსახიობი  ბათუმში, დღეს დილით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თავად მსახიობი ამბობს, რომ ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, რის გამოც სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია. იგი პოლიციის თანამშრომლებს უხეში მოპყრობაში ადანაშაულებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მსახიობ ანრი ბიბილეიშვილს შეუძლია გენერალურ ინსპექციას მიმართოს.

ამავე კატეგორიაში