განზრახ მკვლელობის საქმე

11 ნოემბერი 2017, 00:00 17122 ნახვა

სოფელ ხალაში  1 კვირის წინ გარდაცვლილის შვილმა “მთავართან” პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ის არც იმაზე საუბრობს იყო თუ არა მამა ნაცემი. ნიკო კონცელიძე გამოძიების შედეგებს ელოდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში  50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ჩვენი ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. სოფლის მცხოვრებლების თქმით,  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილი  ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრო და ჩარევა სცადა, რის შემდეგაც  მას დაახლოებით 13 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იგი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა,  დაიღუპა სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ. მედიკოსების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. დაშავებული კლინიკაში შეყვანიდან 4 დღეში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით,   გარდაცვლილი სავარაუდო დამნაშავეებს  იცნობდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში