არქეოლოგიური გათხრები

13 ნოემბერი 2017, 00:00 3115 ნახვა

ტაბახმელას სანგრების არქეოლოგიური სამუშაოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერა. პროექტი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელა და ტაბახმელას ტერიტორიაზე, სადაც 1921 წლის თებერვალში თბილისისათვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია 200-მდე არტეფაქტი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. სამუშაოები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

ამავე კატეგორიაში