''მოითხოვე ქართული''

14 ნოემბერი 2017, 00:00 2688 ნახვა

"მოითხოვე ქართული" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქართული პროდუქციის დაგროვებითი ბარათის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.  პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატი გამარჯვებულებს გიორგი აბაშიშვილმა გადასცა.

დაგროვებითი ბარათი "მოითხოვე ქართული" საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათია, რომლის ფარგლებშიც ქართული პროდუქციის შეძენისას ვირტუალური ქულები - "ქართულები" გროვდება. პროექტის პარტნიორები აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი გახდნენ.

ამავე კატეგორიაში