ევაკუაცია თბილისის აეროპორტში ცრუ შეტყობინების გამო

14 ნოემბერი 2017, 00:00 3235 ნახვა

თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.  გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებსა და მგზავრებს  შესვლის უფლება  უკვე მისცეს. შს სამინისტროში განაცხადეს,  რომ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და აეროპორტში არანაირი საეჭვო ნივთი არ უპოვნიათ.  აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში შეტყობინება  რამდენიმე საათის წინ შევიდა,  რის გამოც ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა. 

ამავე კატეგორიაში