ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა

15 ნოემბერი 2017, 00:00 2259 ნახვა

ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები გადაადგილდება. სამხედროებმა ტელეცენტრი უკვე დაიკავეს.
 

ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დედაქალაქში სამხედრო ტექნიკა კრიმინალთან ბრძოლის მიზნით შეიყვანეს.

ზიმბაბვეს არმიის წარმომადგენელმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ  ქვეყნის პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს და მის ოჯახს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს 93 წლის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თანამდებობიდან საკუთარი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა, რომელიც ქვეყნის ლიდერის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა და სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობდა.

ამავე კატეგორიაში