სპორტი მთავარში

15 ნოემბერი 2017, 00:00 2431 ნახვა

• ბათუმის ხელბურთელთა კლუბი „ შავი ზღვის ბიჭები“  დღეს ევროპის ჩელენჯ ქაფზე სათამაშოდ გაემგზავრნენ. ბათუმელთა პირველი მეტოქე ბოსნია ჰეროცოგოვინის გუნდი „მოსტარი“ იქნება, რომელსაც ზღვისპირელები ორჯერ დაუპირისპირდებიან და მერვედფინალში გადასასვლელად იბრძოლებენ. გუნდმა ახალ სეზონში 5 ხელბურთელი დაიმატა. მატჩები 17-18 ნოემბერს ბოსნია ჰერცოგოვინაში გაიმართება.

• საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების წლევანდელი ფინალი 2 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ფეხბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივის მიხედვით, უკვე ზედიზედ მესამე სეზონია,  თასის ფინალი თბილისს გარეთ, რეგიონში ტარდება - გასულ წლებში ფინალებს ქუთაისმა და ზესტაფონმა უმასპინძლეს. შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. ქუთაისელები რიგით 28 თასის გათამაშების ფინალურ მატჩს თასის მფლობელის სტატუსით ითამაშებენ. გასულ წელს ტორპედომ თასის ფინალში მარტვილის მერანი დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მესამედ დაეუფლა აღნიშნულ ტიტულს. ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბი კი თბილისის დინამოა რომელმაც თასი 13-ჯერ მოიპოვა

• ხვალ გამთენიისას 2018  წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა სრულად გაირკვევა, თბილისის დროით დილის 6 საათზე პერუსა და ახალი ზელანდიის ნაკრებები 32-ე მონაწილეს გამოავლენენ. ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში უგულო ფრე დაფიქსირდა. დღეს კი ავსტრალიის ნაკრებმა ოფიციალურად მოიპოვა რუსეთის საგზური. მილე ჟიდენაკის ჰეთთრიკის წყალობით ავსტრალიელებმა ჰუნდურასს სამით ერთი მოუგეს. გუშინ კი მუნდიალზე ევროპის კონტინენტის მე-14 წარმომადგენლის ბედი ირლანდიისა და დანიის ნაკრებებმა გადაწყვიტეს. ირლანდიელების მიერ მატჩის დებიუტში გატანილ გოლს სტუმრებმა ხუთჯერ უპასუხეს. ჰეთთრიკი კრისტიან ერიკსენის ანგარიშზეა. შეგახსენებთ რომ მსოფლიო თასი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ევროპის კონტინენტიდან მასზე 14 გუნდი იქნება წარმოდგენილი. აფრიკიდან და აზიიდან 6-6, სამხრეთ ამერიკიდან 4, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკიდან 3, ხოლო ოკეანიიდან ერთი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

• საქართველოს კონტაქტური კარატის ნაკრებმა, პოლონეთში კადეტთა შორის ევროპის   ჩემპიონატზე იასპარაზა, რომელშიც აჭარის ნაკრების 4 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.  2 მათგანი სამშობლოში მედლით დაბრუნდა. ემილ კახიძემ ბრინჯაოს, ხოლო დათა ფუტკარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში