ინფრასტრუქტურული სამუშაოები

16 ნოემბერი 2017, 00:00 2812 ნახვა

ე.წ. ''ჭაობის'' რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, სულაბერიძის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. აქ  უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა.

პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 239 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურად, ასფალტირების სამუშაოები სრულდება მაქაცარიას ქუჩაზეც.  ბონი-გოროდოკის დასახლებაში რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 19 ქუჩა კეთილმოეწყობა, მისი ღირებულება თითქმის 4 მილიონი ლარია. 

ამავე კატეგორიაში