აფეთქება სარიტუალო დარბაზის წინ - ქაბული

16 ნოემბერი 2017, 00:00 3114 ნახვა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" პასუხისმგებლობა აიღო ქაბულში განხორციელებულ ტერაქტზე. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი რესტორნის მახლობლად მოხდა. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 პოლიციელია. 10-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.  

აფეთქება საბანკეტო დარბაზის ავტოსადგომთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა მაშინ აამოქმედა, როცა შენობიდან სტუმრები გამოდიოდნენ, მათ შორის ავღანელ ჩინოვნიკთა ჯგუფი იყო.

ამავე კატეგორიაში