საგრანტო კონკურსი

17 ნოემბერი 2017, 00:00 2815 ნახვა

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარია, რომელიც გამარჯვებულს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის შესაძენად ფერმერების 40% თანადაფინანსებით გადაეცემა.

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები სოფლის მეურნეობის სამინისტროში ან გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტში უნდა მიიტანონ. ბოლო ვადა 20 ნოემბერია. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა  და აჭარის მთავრობა ახორციელებენ.

ამავე კატეგორიაში