არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები

17 ნოემბერი 2017, 00:00 2856 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე 10 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.  მათი საერთო ღირებულება 610 ათასი ლარია.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირია მხილებული. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში