აქცია სამედიცინო გამოკვლევებზე

18 ნოემბერი 2017, 00:00 4170 ნახვა

ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლში უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა. მეან გინეკოლოგებმა და ქირურგებმა მოქალაქეებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. ასევე პაციენტებმა კლინიკო ლაბორატორიული და  ექოსკოპიური  გამოკვლევები ნახევარ ფასად ჩაიტარეს.

აქციაში სულ 137 მოქალაქე  ჩაერთო. აქციის მიზანი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეღავათიან ფასებში მკურნალობაა. სამშობიარო სახლის მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში