მოქალაქეები შენობაში თვითნებურად შეიჭრნენ

20 ნოემბერი 2017, 00:00 4904 ნახვა

 ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ყოფილი "ინდუსტრიული ტექნიკუმის" შენობაში, გუშინ, გვიან ღამით სოციალურად დაუცველი შვიდი ოჯახი შეიჭრა. ისინი ბათუმის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

ადგილზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით,  მოლაპარაკებების შედეგად ოჯახებმა შენობა დატოვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

ამავე კატეგორიაში