24 წლის ქალის ცხედარი ბათუმში იპოვეს

20 ნოემბერი 2017, 00:00 18076 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ადგილობრივებმა აცნობეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში