გარემოვაჭრეების პროტესტი

20 ნოემბერი 2017, 00:00 4224 ნახვა

თევზით მოვაჭრეთა პროტესტი ბათუმში. გარემოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით  წერეთლის ქუჩა გადაკეტეს. ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირაა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფთიაქის მეპატრონე მათ თევზის გაყიდვის საშუალებას არ აძლევს. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. საპირისპიროს აცხადებენ აფთიაქში. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

ბათუმის მერი მზადაა გარემოვაჭრეებს შეხვდეს და პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბროს, თუმცა როგორც ლაშა კომახიძე აცხადებს, ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა უნდა მოგვარდეს.

ამავე კატეგორიაში