დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილი ქორწინების 70 წლისთავს აღნიშნავს

20 ნოემბერი 2017, 00:00 2093 ნახვა

დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილი, დედოფალი ელიზაბეტ მეორე და ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი,  ქორწინების 70 წლისთავს ეგრეთწოდებულ პლატინის იუბილეს  აღნიშნავს.  საჯარო ზეიმი არ იგეგმება.  სამეფო წყვილი ამ დღეს ვინძორის სასახლეში ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში  გაატარებს.  

ელიზაბეტ მეორე 91 წლისაა, მისი მეუღლე კი 96-ის. 1947 წლის 20 ნოემბერს მათ ვესტმინსტრის სააბატოში ჯვარი დაიწერეს. ბრიტანეთის  მონარქს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ორი -პრინცი ჩარლზი და პრინცესა ანა დედის ტახტზე ასვლამდე გაჩნდნენ.  

2015 წლის სექტემბერში  ელიზაბეტ მეორემ  ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით რეკორდი დაამყარა. 2017 წლის 6 თებერვალს ელიზაბეტ მეორემ  სამეფო ტახტზე ყოფნის 65 წლის საფირის იუბილე იზეიმა.

ამავე კატეგორიაში