თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

21 ნოემბერი 2017, 00:00 4010 ნახვა

თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.  ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ზურგჩანთებში ალუმინის ფირფიტებს აწყობდნენ, რათა მაღაზიიდან გასვლისას სიგნალიზაციის სისტემას მათ ზურგჩანთებში მოპარული ნივთები არ აღმოეჩინა. მოპარული ნივთების გარდა, პირადი ჩხრეკისას დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს 2 გრამი მარიხუანაც აღმოაჩნდათ. 

ამავე კატეგორიაში