ამინდის პროგნოზი

21 ნოემბერი 2017, 00:00 4405 ნახვა

მომდევნო 2 დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები უფრო ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც - მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

ამავე კატეგორიაში