საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქველმოქმედო კონცერტი

21 ნოემბერი 2017, 00:00 3055 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საქველმოქმედო მარათონისთვის ემზადება. ღონისძიება საიუბილეო თარიღს - არხის 30 წლის იუბილეს უკავშირდება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში, ნიკო ბერიძე და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს გადაეცემა და ის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში 23 ნოემბერს 19 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტელევიზიაში, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო ნომერზე: 577 222 613

    

 

ამავე კატეგორიაში