სპორტი მთავარში

21 ნოემბერი 2017, 00:00 2747 ნახვა

დღეს საქართველოს რეგიონულ ლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. დასავლეთის  ‘ა’ ზონაში პირველ და მეორე ადგილებზე ჩოხატაურის „ბახმარო“ და ხელვაჩაურის „მაჭახელა“ გავიდნენ, რომლებიც ავტომატურად ლიგა 3- ში გადავლენ, მესამეადგილოსანი წყალტუბოს „სამგურალი 2“ კი პლეი ოფში მესამე ლიგის, ქვედა ჯგუფის მეხუთე ან მეექვსე ადგილზე გასულ გუნდს  დაუპირისპირდება. მაჭახელას დღევანდელი მატჩის შესახებ ჩვენი კორესპოდენტი ლევან დევაძე მოგითხრობთ.

დღეს საბოლოოდ გაირკვა ეროვნული ლიგა 2 ის გამარჯვებულის და ლიგა 1 -ში დაწინაურებული გუნდის ვინაობა, რუსთავის რუსთავმა ვიტ ჯორჯიასთან გამარჯვებით 83 ქულას მოუყარა თავი და მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს. ანგარიში რუსთვალთა საუკეტესო ბომბარდირმა დათა სიჭინავამ გახსნა, ეს მისთვის 30-ე გოლი იყო. მეორე გოლი კი ზაზა ციცქიშვილის ანგარიშზეა. რუსთაველთა უშუალო კონკურენტმა მარტვილის მერანმა კი ფრედ დაასრულა მატჩი სამგურალთან და პლეიაუტში ითამაშებს, ასევე პლეიუატში ითამაშებს მესამეადგილოსანი სიონიც, რომლის მეტოქე ბათუმის დინამო იქნება. 

ცხენოსნობა - სპორტის სახეობა რომელიც რეგიონში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს განიცდის, ბათუმის საცხენოსნო კლუბს პირობებიც არასახარბიელო აქვს და მომავლის პერსპექტივა გაურკვევლად ისახება.    საერთაშორისო ასპარეზზე კი ენთუზიაზმის ხარჯზე მიღწეული წარმატებები საკმაოდ ხშირია. ჩვენი კორესპოდენტი ია სართანია გაეცნო ბათუმის საცხენოსნო კლუბის დღევანდელობას.

ამავე კატეგორიაში