სპეცოპერაცია თბილისში - სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

22 ნოემბერი 2017, 00:00 3189 ნახვა

სპეცოპერაცია თბილისში. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კორპუსების სადარბაზოებთან იმყოფებიან და იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მცხოვრებლები გარეთ გამოვლენ, მათ ტერიტორიას ორგანიზებულად ატოვებინებენ. სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა ჯავშანმანქანები შეიყვანეს. სამართალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლას. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სამართალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლას. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. უწყების ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც სპეციალური დანაყოფები ცდილობდნენ, ცეცხლიც გახსნეს, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ დრომდე სახელმწიფო უწყებები სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს. ამ დრომდე ოფიციალური განცხადება სახელმწიფო უწყებებიდან არ გაკეთებულა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში