გოდერძის უღელტეხილზე ქარბუქი იყო

23 ნოემბერი 2017, 00:00 4997 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს, უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება მეორე დღეა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით მიმდინარეობს გზების გაწმენდა. 

მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, გოდერძის ტერიტორიაზე ქარბუქი იყო, კურორტის ზოგიერთ  მონაკვეთზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს.

რაც შეეხება ბათუმი- ხულოს დამაკავშირებელ მონაკვეთს, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის დასაშვებია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში