Daily Mail: ''დაკავებულ საუდის არაბეთის პრინცებს აწამებენ''

23 ნოემბერი 2017, 00:00 2448 ნახვა

საუდის არაბეთში დაკავებულ სამეფო ოჯახის წევრებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში კორუფციის ბრალდებით აიყვანეს, აწამებენ. გამოცემა ,,დეილი მეილის" ცნობით, პროცესში კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიის ,,აკადემის" თანამშრომლები არიან ჩართულები.

როგორც გამოცემას სამეფო ოჯახის წევრებმა განუცხადეს, სამეფო ოჯახის წევრები მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათ სულიერად გატეხვას ცდილობენ.

გაზეთის ცნობით, სასტუმროს გარეთ, სადაც დაკავებულები იმყოფებიან, საუდის არაბეთის სპეცსამსახურების ჯავშანმანქანების დანახვაა შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, დაკითხვებში შესაძლოა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი პირადად მონაწილეობდეს. ,,დეილი მეილის" ინფორმაციით, დაკავებულთა საბანკო ანგარიშებიდან დაახლოებით 194 მილიარდი დოლარის კონფისკაცია განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში