საქართველოს პატრიარქმა ტახტის მოსაყდრე დაასახელა

23 ნოემბერი 2017, 00:00 2624 ნახვა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

გადაწყვეტილება ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხა, სადაც მართლმადიდებლები გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. 

"ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს”, - განაცხადა პატრიარქმა.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დაიბადა 1 თებერვალს, 1969)  — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, 2003 წლიან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი.

ამავე კატეგორიაში