უცხოური მედიის გამოხმაურება სპეცოპერაციაზე

23 ნოემბერი 2017, 00:00 2774 ნახვა

დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ბრიტანული გამოცემა ,,ბიბისი" გამოეხმაურა. ,,არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება" - წერს გამოცემის ჟურნალისტი.

ავტორის თქმით, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრი ერთ-ერთ გარეუბანში ატარებდა, შეიარაღებული დაჯგუფების სამი წევრი და სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი დაიღუპნენ. ,,ბიბისის" ინფორმაციით, 18 -საათიანი სპეცოპერაცია უკვე დასრულდა.
 

დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი. კონტრ-ტერორისტული რეიდების შესახებ ,,ეუარაზიანეტმაც" დაწერა. ავტორის თქმით, მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ეჭვმიტანილებმა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთ-ერთი წევრი დაჭრეს კიდეც. ,,სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია ჯერ კიდევ მობილიზებულია საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგაც ტერორისტების ლიკვიდაცია მოახდინეს. - ამ ტექსტით გამოეხმაურა ისნის რაიონში გუშინ მიმდინარე სპეცოპერაციას ,,რია ნოვოსტი". 20-საათიანი რეიდების ფარგლებში ლიკვიდირებულია სამი და დაკავებულია ერთი ბოროტმოქმედი.

ავტორისვე თქმით, საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულ ადამიანებს საკუთარ სახლებში შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ. მიმდინარეობს ყველა ბინის დეტალური შემოწმება. თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გუშინ ,,გარდიანი", ,,იაჰუ ნიუსი", ვესტი რუ." და სხვა მედიასაშუალებები წერდნენ.

ამავე კატეგორიაში