მაღალმთიან აჭარაში 36 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა

24 ნოემბერი 2017, 00:00 3282 ნახვა

ხულოში, შუახევსა და ქედაში 36 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინტენსიური თოვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები  - ესაა განმარტება, რომელსაც "ენერგო პრო ჯორჯიაში" აკეთებენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ორი დღის წინ, "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მაღალმთიან აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზების სარემონტო სამუშოები განხორციელდა და კომპანია მზადყოფნას გამოთქვამდა, უამინდობის დროს, გამკლავებოდა პრობლემას. 

დღეს, კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ქედაში 17 სოფლის 3000 აბონენტს არ აქვს ელექტროენერგია, შუახევი 12 სოფელის 2600 ოჯახს, ხოლო ხულოში 7 სოფლის 1000-მდე აბონენტი დარჩა შუქის გარეშე. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში