აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე 40 000 ლარზე მეტი შეგროვდა

24 ნოემბერი 2017, 00:00 3106 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე 40 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ღონისძიება აჭარის ტელევიზიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდში“ გადაირიცხება, კერძოდ ის პროექტ „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას მოხმარდება. კონცერტი ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, ნიკო ბერიძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, ზვიად ბოლქვაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქველმოქმედო  იდეას სახელმწიფო უწყებებმა, კერძო კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა დაუჭირეს მხარი. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, „ბერი ანდრიას ფონდს“ ბათუმში ბინა აჩუქა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში