ტელემარათონის შედეგად 40 300 ლარი შეგროვდა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2054 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე 40 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. ღონისძიება აჭარის ტელევიზიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.

შემოსული თანხა პროექტ „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას მოხმარდება. სიკეთის თანამონაწილე რიგითი მოქალაქეები, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გახდნენ.

ამავე კატეგორიაში