აჭარის მთავრობაში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის დახურულია

25 ნოემბერი 2017, 00:00 3433 ნახვა

ამ წუთებში აჭარის მთავრობაში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის დახურულია. 

სხდომას ესწრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. სულხან ღლონტის თქმით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი არის სასტუმრო ქსელების მაკონტროლებელი ორგანო, მცდარია. დეპარტამენტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს გასცემს და სასტუმროებს ანიჭებს სპეციალურ ნიშანს „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ღლონტის ინფორმაციით მიმდინარე წლის ივნისში,  სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც  ნიშანი „რეკომენდირებულია“ ვერ მიიღო.

რაც შეეხება დაშავებულებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებებს 28 დაშავებულმა მიმართა. ამ დრომდე  სამედიცინო დაწესებულებებში, შვიდი ადამიანი რჩება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში