ტრაგედია ბათუმში - 11 დაღუპული  და  21 დაშავებული 

25 ნოემბერი 2017, 00:00 3648 ნახვა

11 დაღუპული და 21 დაშავებული. სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს საქართველოს- 10  და ირანის - 1 მოქალაქე ემსხვერპლა. შენობას ცეცხლი ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, გუშინ, ღამის 8 საათისთვის გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის, გურიის და სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ სასტუმროში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას და ეძებდნენ დაღუპულებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში