11 -ივე დაღუპული იდენტიფიცირებულია

26 ნოემბერი 2017, 00:00 3407 ნახვა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი 11 მოქალაქიდან  ოთხი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. გარდაცვლილები 22 დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან. უმრავლესობა სასტუმროში, სავარჯიშო დარბაზში დადიოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი მათგანი საუნაში გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცეცხლის შედეგად ხანძარ საწინააღმდეგო   სისტემა ამოქმედდა, რის გამოც, საუნის კარი ჩაიკეტა. დანარჩენი მათგანი კი ძლიერი დაკვამლიანების დროს, ლიფტში გარდაიცვალა, ისინი ქვედა სართულზე ცდილობნდენ ჩასვლას. თვითმხილველების ინფორმაციით ვერც ლიფტის კარის გაღება მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაცია  არ არის ოფიციალურად დადასტურებული.

ამავე კატეგორიაში