ბრალდება მენეჯმენტს

24 ივნისი 2016, 00:00 3883 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას გეგმავს. ირაკლი დარცმელიძის მტკიცებით, შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა ამის საფუძველს აჩენს. საბჭოს წევრს საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ მის მიერ მარტში დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად მაუწყებელს დღემდე არ მოუწვევია გარე აუდიტი. დარცმელიძის ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პასუხობს. სოსო სტურუას განმარტებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და შენიშვნები, რომელიც შიდა აუდიტს გააჩნდა უკვე გათვალისწინებულია. რაც შეეხება გარე აუდიტის მოწვევას, მაუწყებლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მრჩეველთა საბჭოს პრეროგატივაა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში