საკონსტიტუციო  ცვლილებების  საყოველთაო  განხილვა

27 ნოემბერი 2017, 00:00 2605 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. პარლამენტის წევრებმა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა პარლამენტში გრძელდება. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს აცნობს.

ამავე კატეგორიაში