სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობამ ნინო ლომჯარია წარადგინა

27 ნოემბერი 2017, 00:00 3998 ნახვა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა. ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, ვინც, სახალხო დამცველის თანამდებობაზე, პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს.

ომბუდსმენის პოსტზე, მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურას, პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ. სახალხო დამცველს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს.

ამავე კატეგორიაში