11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულს 2 წელი მიესაჯა

28 ნოემბერი 2017, 00:00 4436 ნახვა

ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებზე ბრალდებული ლაშა დეკანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალის ძირითად ნაწილში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, დეკანაძე წელიწადი და სამი თვე სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით მოიხდის. 

დეკანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენს უკვე 8 თვეა ელოდება.  

ე.წ. ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული დეკანაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ის პირველი და 353 პრიმა მუსლით მიმდინარეობდა, მოსამართლემ  ბრალი გადაუკვალიფიცირა და 239 მუხლის მეორე ნაწილით დააკისრა სასჯელი,  რაც ჯგუფური ხულიგნობას ითვალისწინებს და სასჯელის მინიმალური ზომაა.

პროკურატურა ბრალდებულს მასობრვივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.  მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პოლიციელის ჩვენება მოწმის სტატუსით. 

 ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

2017 წლი 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ 21 პირი დააკავეს, აქედან ორი, მერაბ ღოღბერიძე და ირაკლი ჩვხირკია მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, დანარჩენი 19 კი არეულობაში მონაწილეობისთვის. 19 პირიდან ლაშა დეკანაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ბრალი არ აღიარა. დანარჩენ ბრალდებულებს კი პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 

11-12 მარტის მოვლენების ქრონოლოგია 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში