თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული პირის, საედი დუდაევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

28 ნოემბერი 2017, 00:00 3299 ნახვა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირის, საედი დუდაევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით,  საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა. მის წინააღმდეგ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სპეცოპერაცია თბილისში 22 ნოემბერს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტალი დააკავეს, სამი კი სპეცოპერაციის დროს დაუღუპა. სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელიც. იგი მიყებებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი. 

ამავე კატეგორიაში