''აბრეშუმის გზა'' - ფორუმი

28 ნოემბერი 2017, 00:00 3045 ნახვა

საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დელეგატებს. პრემიერმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ფორუმში მონაწილე ქვეყნების, ვაჭრობის სფეროში მეტი მიღწევებით დაინტერესებული ყველა ქვეყნისთვის.  

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება

ამავე კატეგორიაში