ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ აღნიშნა

28 ნოემბერი 2017, 00:00 2418 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ აღნიშნა. უწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.  საუბარი ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლთან ურთიერთობის საკითხებს, ასევე, დანაშაულის გამოვლენის დროს გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს შეეხო.  კამპანიის ფარგლებში, პროკურორები მოსწავლეებსაც შეხვდებიან. 

ოჯახში ძალადობის თემაზე, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულ ფილმს, დღეს თბილისში უჩვენებენ.

ამავე კატეგორიაში