სასტუმრო ''ლეოგრანდში'' ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

28 ნოემბერი 2017, 00:00 3028 ნახვა

რამდენიმე წუთში "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ტაძრიდან გამოსვენების პროცესია დაიწყება. დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში რიგითი მოქალაქეების, ოფიციალური პირების ნაკადი დილიდან არ წყდება. ამ წუთებში ტაძარში იმყოფებიან თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ტაძარში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელიც. ეროლ ევგორენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში