ტრაგედია ბათუმში - საქართველო დაღუპულებს ემშვიდობება

28 ნოემბერი 2017, 00:00 7315 ნახვა

საქართველო დაღუპულებს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულ  ახალგაზრდებს გადაუხადეს. გარდაცვლილებს პატივი მიაგეს ახლობლებმა, მოქალაქეებმა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

სამგლოვიარო ცერემონია საკათედრო ტაძარში გაიმართა. “ეს არის ქვეყნის და რეგიონის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე” – ასეთი იყო სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეთა დღევანდელი განცხადებების ძირითადი შინაარსი. ქვეყანა გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოლოდინშია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში