ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

29 ნოემბერი 2017, 00:00 2977 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ამ წუთებში  აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარადგენს.

მომდევნო სამი სხდომის განმავლობაში სასამართლო დაცვის მხარეს მოუსმენს, შემდეგ მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. ამ პროცედურებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. 

ამავე კატეგორიაში