ბიზნესმენთა სოციალური აქტივობა ტრაგედიის დღეებში

29 ნოემბერი 2017, 00:00 7257 ნახვა

ტრაგედიის ღამეს, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია წერილებს იმ პირებისა თუ კომპანიებისგან რომლებიც მზად იყვნენ დახმარებოდნენ “ლეოგრანდის” სტუმრებს.

ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ ჩნდებოდნენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, ტაქსების კომპანიების და სასტუმროების მენეჯერები, ასევე ერთ-ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც მზადაა სააღმზრდელო პროცესში უსასყიდლოდ ჩართოს დაღუპულთა ბავშვები.

გლოვის დღეს კი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ობიექტზე გასროლილ ფოიერვერკს, იყო რესტორნებიც, რომელთა ადმინისტრაციებმაც, საყოველთაო გლოვის გათვალისწინებით, მუშაობა შეაჩერეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში