1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

01 დეკემბერი 2017, 00:00 3850 ნახვა

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ გასული წლიდან აივ ინფექციასთან საბრძოლველად ახალი კამპანია დაიწყო.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, -  მონაცემები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გამოაქვეყნა. საქართველოში 6 ათას 711 ინფიცირებულია რეგისტრირებული. მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:  დაუცველი სქესობრივი კონტაქტით აივ ინფიცირებულ პირთან. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული ნემსების გამოყენებით ხდება. ასევე დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელს გამართულ სამინტზე გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში